|
2019-12-19 10:37:25, 1101 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის K-water-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის Korea Water Resources Corporation (K-water)-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰაკ სუ ლის შეხვდა. აღნიშნული კორპორაცია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიაა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე, საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი დონგ ოპ კიმი და „ნენსკრა ჰიდროს" აღმასრულებელი დირექტორი სანიონგ კიმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე „ნენსკრა ჰესის" პროექტის მშენებლობასა და მომავალ გეგმებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგური პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იქნა მიღწეული K-water-ის ძალისხმევითა და მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების განხორციელებით, რითაც მათ დაინახეს ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს. ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა კორეელ ინვესტორს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და K-water-ის მხარდაჭერით განხორცილდეს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრები ახალგაზრდები კორეის რესპუბლიკას ეწვევიან, გაეცნობიან იქაურ კულტურას, ტურისტულ და ბიზნეს გარემოს. თავის მხრივ, უმსხვილესი კორეული კორპორაციის ხელმძღვანელმა, ჰაკ სუ ლიმ მზად ყოფნა გამოთქვა მომავალი თანაშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)