14:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 12:46:36, 1264 ნახვა

საზოგადოება
სურსათი, ჯანდაცვა და ტრანსპორტი გაძვირდა - აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 4.9% შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ფასები განსაკუთრებით მომატებულია: ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (13.8%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (8%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (6.2%), ტრანსპორტსა (4.4%) და ჯანდაცვაზე (3.9%). გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით.

ივლისთან შედარებით, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი 0.8% იყო. წინა თვესთან შედარებით, გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%), ჯანდაცვა (0.7%) და ტრანსპორტი (0.6%).

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics