15:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 13:47:11, 233 ნახვა

საზოგადოება
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა

გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა, რომელზეც საინვესტიციო კომპანიამ ბაზრის კომპლექსური კვლევა წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და ბაზრის სხვა მონაწილეები, რომლებიც სასაწყობე ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებით არიან დაინტერესებული.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა - Tbilisi Logistics Center, Nikora Management Group, Sharm Trading, JAY Warehouse და LSG Solutions.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარზე დღემდე არ არსებობდა ერთიანი მონაცემები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა ინფორმაციას ფართის მოცულობაზე, ხარისხზე, ქირის დინამიკაზე, საკუთრების სტრუქტურასა და არსებულ საწყობებში გამოყენებულ ლოგისტიკურ მოდელებზე. ეს კი ართულებდა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ისე პროექტების დაფინანსების შეფასებას. აღნიშნული კვლევა ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1.26 მლნ კვ.მ-ს შეადგენდა, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის საწყობები იყო. ამავდროულად, ქირა 2022 წლიდან 60%-ით გაიზარდა და 6.3 აშშ დოლარს მიაღწია კვ.მ-ზე. ეს ზრდა ნაწილობრივ სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება. დაგეგმილი პროექტების 85% სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. გაზრდილი მიწოდების ფონზე კი ქირის სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. კვლევის შეფასებით, ეს ნაბიჯი A კლასის საწყობისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვ.მ სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამის ფონზე, საბითუმოდ მოვაჭრე სექტორთან ერთად, FMCG და ელექტრონიკის სექტორის კომპანიებიც გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელებზე მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად.

მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) წილი თბილისში ჯერ კიდევ მხოლოდ 8%-ია, თუმცა ზრდის პოტენციალი რეალურია - განსაკუთრებით ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნის ზრდისა და უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოსვლის კვალდაკვალ.

„საქართველოს სასაწყობე ბაზარი ბოლო წლებში შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებების სრული სურათი ხელმისაწვდომი არ იყო. ეს კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ გალტ & თაგარტი გლობალურმა გამოცემა Euromoney-იმ კვლევების მიმართულებით ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ხარისხის, სიღრმისეული კვლევები და ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება არის ის, რამაც გალტ & თაგარტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მივაწოდოთ სანდო, კომპეტენტური და პრაქტიკული ანალიზი, რომელიც მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“ — განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციისმისაღებად ეწვიეთ გალტ & თაგარტისვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics