|
2019-06-11 17:19:47, 1756 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნებს მიღმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც აღარ არსებობს სასამართლო, ხელისუფლება მოღვაწეობას რევოლუციით ამთავრებს. „იქ სადაც აღარ არსებობს სასამართლო, სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოს მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე, შსს-ს - გახარია და ა.შ. ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნებს მიღმა“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, სასამართლომ დღეს „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. მას ბრალად სასამართლოს უპატივცემლობა ედება. კუპრავას ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნულისთვის კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საბოლოოდ კი, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)