|
2019-06-10 14:48:44, 2142 ნახვა
კომენტარი
„ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციას: დრო ხომ არ მოვიდა, პოლიტიკიდან წახვიდეთ და ასპარეზი ქურდებს დაუთმოთ?
„დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი? იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ელემენტების მობილიზებაზე საუბრობენ. როგორც ბერაიამ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანებისთვის კრიმინალებობის დაბრალება არ უჭირდათ და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც მსგავსი რიტორიკა შეინარჩუნეს. “თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით კრიმინალს, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის. რა თქმა უნდა ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის. ისევ იგივე რიტორიკით და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანები შერაცხოთ კრიმინალებად. მე მაქვს შეკითხვა: თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?“, – განაცხადა ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)