|
2019-06-06 15:11:20, 1682 ნახვა
კომენტარი
ყაზბეგის მერი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ რეგულაციებზე ვიმსჯელებთ
ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ყაზბეგში ყველა კერძო ვერტმფრენს, რომელიც ტურისტებს ემსახურება ფრენა შეწყვეტილი აქვს. მერი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებში უსაფრთხოება საჰაერო რეგულაციებით რეგულირდება, ხოლო თუ რამე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაა საჭირო, ამაზე გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებენ. „არსებობს საჰაერო რეგულაციები და შეზღუდვები. ასეთი შემთხვევა ხშირი არ არის. მოხდა ცუდი ფაქტი და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც გვეცოდინება, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა, ამის შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა, რა რეგულაციებია საჭირო. ამ ეტაპისთვის, ამაზე საუბარი ნაადრევია. არაფერი არ დაფრინავს ახლა. ყველა შეწუხებულები ვართ. დაბის მიმდებარე დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა კერძო სასტუმროს ვერტმფრენი, სადაც იჯდა ეკიპაჟის სამი წევრი სამივე გარდაიცვალა. ამ წამსაც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დეტალები გვეცოდინება. მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება“, - აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)