|
2019-05-31 13:53:39, 1549 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი პრემიერს: რატომ გაუშვით ქობულია და დანიშნეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული?!
„რატომ გაუშვით ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია და დანიშნეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული“, - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალი მინისტრი ნათია თურნავა „ოდიოზურ ბიზნესმენებთან არის დაკავშირებული და მათ ინტერესებს ემსახურება“. „რატომ გაუშვით გიორგი ქობულია და დანიშნეთ თანამდებობაზე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული, დაკავშირებულია ოდიოზურ ბიზნესმენებთან და მათი ინტერესების შესრულებასთან, მათ კომპანიებშია ნამუშევარი და დღესაც მათ ინტერესებს იცავს სამინისტროში. რა იყო გუშინდელი ეს გადაწყვეტილება, რა იყო მერე ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა. ჩემს დღის წესრიგში დგას მისი თანამდებობიდან გადადგომა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)