|
2019-05-29 15:13:19, 935 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ლარის რყევა აუცილებლად აისახება ფასებზე, საჭიროა აქციზის გადასახადის შემცირება
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დასტაბილურების ერთ-ერთი ეფექტური გზა აქციზის გადასახადის შემცირებაა. ჭიაბერაშვილი მოუწოდებს მთავრობას, რომ "ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული პროექტი განიხილოს. "ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის ეს რყევა არ არის ერთ და ორ დღიანი, არამედ გაცილებით უფრო ხანგძლივი და ფუნდამენტურია. მთავრობამ უნდა დაიწყოს "ევროპული საქართველოს" მიერ არაერთხელ შეთავაზებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხილვა, რომელიც, პირველ რიგში, გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს და ყველაზე მნიშვნელოვანია აქციზის გადასახადის შემცირება. ლარის ასეთი რყევა აუცილებლად აისახება ფასებზე, პირველ რიგში საწვავის ფასებზე, რომელიც მერე ყველაფერ დანარჩენს, რასაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ყიდულობენ, ჯაჭვურად გადაედება. ამიტომ, იმისათვის რომ ფასები იქნას შეკავებული, მნიშვნელოვანია აქციზის გადასახადის შემცირება. თუმცა, ევროპული საქართველოს ეს ინიციატივა , რომელიც ორჯერ იყო უკვე პარლამენტში განხილული,სხვა კომპონენტებს ითვალისწინებს და მთავრობამ ამის სასწრაფოდ განხილვა უნდა დაიწყოს, იმისათვის რომ იყოს მყისიერი რეაქცია იმ მდგომარეობაზე რაც ლარს და ქართულ ეკონომიკას ჭირს",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)