|
2019-05-28 19:27:11, 1207 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ლარის კურსზე: პოზიტიური პროგნოზი უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენი ოპონენტების წყევლა-კრულვა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ანალიტიკური კვლევები ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობის საფუძველს აძლევს. მისი თქმით, ოპონენტების მიერ შეთავაზებული გეგმები პოპულისტურია და მათი გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა განადგურდება. "ეკონომიკურ - სტრატეგიულ გეგმას, იმ პოპულისტურ იდეებს, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, რომ მივყვეთ, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ყველანაირი გადასახადი. აქედან არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ ლარის კურსი საერთოდ მოისპობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მათ შორის, ჩვენს მთავარ პარტნიორთან - თურქეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროებითია, ის ანალიზი, რომელიც ჩვენმა ფინანსისტებმა გააკეთეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ პოზიტიური პროგნოზი უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენი ოპონენტების წყევლა-კრულვა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)