|
2019-05-27 13:07:03, 1159 ნახვა
კომენტარი
მამა ზაზა: გვესმის, რომ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე
"კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე", - ამის შესახებ მამა ზაზამ "რუსთავი 2"-ის ეტერში განაცხადა. ამასთან, მამა ზაზას განცხადებით, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. მისივე თქმით, ხვალ სასულიერო პირები აქციის გამართვას გეგმავენ. „ჩაიკეტა ისევ მონასტრები, უდაბნოც, ჩიჩხიტურიც, გასამართლებელი საბუთი ამისთვის, ჩვენმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ არის მოლაპარაკებები სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით თვითონ ადგილზე ანუ უდაბნოს მონასტერში. ჩვენ დავინახეთ ერთად, რომ ვერტმფრენი მართლაც მოფრინდა, ასე, რომ ეს სამუშაოები მართლაც შეიძლება ტარდებოდეს და შეიძლება ეს მიზეზი ასე ვთქვათ, გარკვეულწილად საპატიოდ ჩაითვალოს, მაგრამ ეს გრძელდება ძალიან დიდი ხანი. ჩვენ აზერბაიჯანთან, ძალიან კარგად გვესმის, რომ უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე... დაგეგმილი აქცია აზერბაიჯანის მხრიდან რომ არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და არა სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილი, ძალიან მარტივად არის ეს გასაგები იმიტომ, რომ სახელმწიფომ გუყვანა გზა სამოქალაქო აქტივისტებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია, დავით გარეჯი კიდევ საქართველოა და გასაყოფი კიდევ დავით გარეჯი არ გვაქვს“, - აღნიშნა სასულიერო პრიმა. .
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)