|
2019-05-25 11:46:57, 1237 ნახვა
კომენტარი
გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია
„საფრანგეთის მხარის ფინანსური კონტრიბუცია მესაქონლეობის, ხორბლის წარმოების და კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ჟერომ შარტიესთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის დარგობრივი განათლების და კვების მრეწველობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ჟერომ შარტიეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე გაამახვილა. „საფრანგეთს მდიდარი ეკონომიკა აქვს, თუმცა, საქართველო მდიდარია წარმატების მიღწევის პოტენციალის მქონე ადამიანებით. ჩვენი დიდი სურვილია, აგრარული დარგის განვითარებით საქართველოს დავეხმაროთ უკეთესი ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა ჟერომ შარტიემ. ჟერომ შარტიემ დაადასტურა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის საკითხი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)