|
2019-05-17 10:55:41, 1283 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მოხარული ვარ გადაწყვეტილებით, რომ ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას
„მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება. „მადლობა მინდა გითხრათ იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ასევე, იმისთვის, რომ ჩვენს დიდ კულტურას გადასცემთ მომავალ თაობებს. სხვათა შორის, გუშინ ქართული კინოს 111 წლის იუბილე აღინიშნა. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, რომ ჩართული ხართ იმ პროექტებში, რომელსაც დედაქალაქის მერია კულტურის მიმართულებით ახორციელებს. ბატონ ლადო კახაძეს 19 მაისს ვუსურვებ გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვება, ეს იქნება მთლიანად მთაწმინდის რაიონის გამარჯვება. ჩვენ ყველა ერთად, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, დედაქალაქის მერიასა და საკრებულოსთან, საქართველოს პარლამენტთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის ერთი ოჯახი, დიდი გუნდი, რომელიც შეძლებს ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს მთაწმინდას და ზოგადად თბილისს აწუხებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი, გამართული ინფრასტრუქტურითა და მწვანე სივრცეებით. ამ პროცესში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)