|
2019-05-13 12:27:21, 1667 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები შემცირების ტენდენციას განაგრძობს
მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან განაცხადა მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან 2018 წელს შემცირდა 23.1 პროცენტამდე, ასევე, მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები. „დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ისევე როგორც ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან" , - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეფიციტზე და აღნიშნა, რომ ის სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია. „ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტია", - განაცხადა მან. ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრესი საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია. ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და მის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდთან მიმდინარე პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება მომავალში.
(NS)
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)