|
2019-05-13 10:33:34, 1623 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ
„ჩვენს წინაშე მდგრადი ამოცანა ნათელია. ესაა, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. გადაცემა „ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. „პირველია სწრაფ ზრდაზე მორგებული საინვესტიციო პოლიტიკა „ერთი ფანჯრის პრინციპი", რომელიც ასევე ითვალისწინებს პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. ამ მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ ქონების მართვის სააგენტოს რეფორმირებას. დაჩქარებული ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ყველა რეზერვის ამოქმედება და საინვესტიციო პოლიტიკის ინვესტორების საჭიროებებზე „მორგება", - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზებას ექვემდებარება 1 მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება. „ჩვენ პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ ჩვენს მას აუცილებლად გავზრდით. ვფიქრობ, რომ თავისუფლად საპრივატიზებო მაჩვენებელი 100 მლნ ლარამდე გავზარდოთ და შევასრულოთ," - განაცხადა მან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ბიზნესის დაცვაზე. მისი თქმით, აუცილებელია დავიცვათ ქართული ბიზნესი, ქართული წარმოება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, გარე ბაზრებზეც.
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)