|
2019-05-09 19:14:36, 1897 ნახვა
ეკონომიკა
მერაბ კაკულია: ნათია თურნავა არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი და საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა
„უნდა ავღნიშნო, რომ დიდი ხანია, საქართველოს არ ჰყოლია პროფესიონალი ეკონომისტი ეკონომიკის მინისტრად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნათია არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, შესაბამისად, საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა" - ამის შესახებ პროფესორმა მერაბ კაკულიამ ნათია თურნავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა დღეს მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. „ვთვლი, რომ მინისტრმა ძალიან საგნობრივად და კონკრეტულად მიმოიხილა ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობა საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს და იმ რეზერვებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგიანობაზე, რომ ის მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, ანუ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ინკლუზიური" - აღნიშნა კაკულიამ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. „იმედი მაქვს, იმ ფორმატში, რომელშიც ქალბატონი ნათია აპირებს მუშაობის წარმართვას, შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბევრმა ადამიანმა იგრძნოს" - განაცხადა მერაბ კაკულიამ.
(NS)
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)