|
2019-05-04 11:43:36, 1982 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი: 2018 წელს საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო გლობალური გადამზიდავი კომპანიის "MSC" - ის (Mediterranean Shipping Company S.A.) საქართველოს წარმომადგენლობის დაფუნების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაში. სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების დადებითი დინამიკაა. მისი თქმით, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია 2018 წელს, რამაც 450 ათას TEU კონტეინერზე მეტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ზრდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 36 პროცენტია. "საქართველოს ბაზრით ისეთი კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა "MSC" - ი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს სატრანსპორტო კორიდორს საკონტეინერო გადაზიდვებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესია, ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პორტები რეგიონალურ ჰაბად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა. "ჩვენ 23 წლის წინ შემოვედით ქართულ ბაზარზე, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად გვჯერა საქართველოს წარმატების. დარწმუნებულნი ვართ, საქართველო კავკასიის რეგიონიდან აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირების დიდ ჰაბად ჩამოყალიბდება. ჩვენ ახალი ინვესტიცია განვახორციელეთ და საქართველოში ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია "Medlog"-ი, რათა უზრუნველვყოთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სერვისები და ე.წ. "კარიდან კარამდე" მიწოდება. ამით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს საყოველთაოდ ცნობილი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. გვჯერა, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას," - განაცხადა "MSC" - ის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელე ერკოლანომ. კომპანია "MSC" - ი საქართველოსთან 1996 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა შვილობილი კომპანია საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო "MSC Georgia" 2009 წელს დააფუძნა. "MSC Georgia" საღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს საქართველოში არსებული ორივე საზღვაო ნავსადგურიდან (ფოთი, ბათუმი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. MSC ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ "მედლოგ ჯორჯიამ" ბათუმში მულტიმოდალური საზღვაო ტერმინალი გახსნა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)