|
2019-05-03 15:40:42, 2182 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი დავით გარეჯზე - წლების განმავლობაში ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო
ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხარეების შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციის საკითხხე იმუშავებს სანდო პირებით უნდა დაკომპლექტდეს. "მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი მასეა. კომისია სულ იყო, 28 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, უნდა ვნახოთ კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს. მე, მაგალითად, ყველას არ ვენდობი, ალბათ, გამოჩნდება. ვიტყვი, თუ ისეთი ადამიანები შევიდნენ, ვისი სანდოობაც არ შეიძლება, სხვისთვის შეიძლება სანდო იყოს, მაგრამ მე მაქვს მყარი მოსაზრებები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთის იქ ყოფნა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)