11:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 15:26:55, 1863 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: უსასრულობამდე შემიძლია გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის, შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში

„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს. 

დეპუტატისთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ისინი გიორგი გახარიას გახმაურებული საქმეების გაუხსნელობაში ადანაშაულებენ. 

„მე შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო, დრო არ მეყოფა ის სია, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ზაქრომ, ჩამოთვალა. სია სისასტიკის, ანუმუსობის, ხეპრეობის და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა დღეს სხვა არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics