|
2019-04-30 15:39:36, 1879 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
1-5 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან. ფინანსთა მინისტრი, ასევე, დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიას. შედგება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან/მმართველებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამ დროიდან ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამა. .დღეის მდგომარეობით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)