|
2019-04-24 14:37:48, 2159 ნახვა
ეკონომიკა
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ“ - თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ
თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ. აქცია თურქების მიერ სომხეთა მასორივი მკვლელობის 104 წლისთავს უკავშირდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები თურქეთის საელჩოსთან მივიდნენ, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ თურქეთის სახელმწიფოს, რომ გენოციდი აღიაროს. აქციის მონაწილეებს აცვიათ მაისურები, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ისინი მომხარს არ დაივიწყებენ. ადგილზე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. "დღეს აქ შევიკრიბეთ რომ გავიხსენოთ მილიონ ნახევარი ადამიანები, რომლებიც გენოციდის დროს მოკლეს. შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს წინაპრებს, რომ გავიხსენოთ 104 წლის წინ მომხდარი ტრაგედია. გაერომ ამ ტრაგედიის გამო სპეციალურად შექმნა ტერმინი - "გენოციდი". მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც სომხეთა გენოციდი აღიარა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გენოციდი არა თუ სომეხთა, არამედ არც ერთი სხვა ერის წინააღმდეგ არ მოხდეს, მათ შორის ყოველთვის ვიდგები ჩვენი ქართველი ერის გვერდით", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული დროშები. თურქეთის საელჩოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)