|
2019-04-24 10:16:02, 2044 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება
საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშნელოვნად გაიზრდება - ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი დივერსიფიცირებული იყოს. „ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ჩვენს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი, მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დაწევს. რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)