|
2019-04-23 14:54:08, 2026 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი. „ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების ტენდენციას და აღნიშნა, რომ აღნიშნულ რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა. ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)