|
2019-04-23 11:22:57, 2084 ნახვა
ეკონომიკა
კრწანისში „ლიბერთის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა
კრწანისში (გორგასლის ქუჩა 37) ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირველად ისარგებლებენ სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები. უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი და მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები. ,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესი. კრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)