|
2019-04-22 19:12:38, 2161 ნახვა
ეკონომიკა
Impact Hub Tbilisi GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს უმასპინძლებს
23 აპრილს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუთი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Pain Care Labs-ის დამფუძნებელი ემი ბექსტერი. 80 ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები წინასწარი განაცხადების საფუძველზე იქნენ შერჩეული. მათ სამი დღის განმავლობაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად იმუშავეს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და თავიანთი იდეების დახვეწაზე. ღონისძიებაზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი: I ადგილი მიიღებს 2000 დოლარს და დამატებითი ინკუბაციისთვის გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. II ადგილს გადაეცემა ფულადი ჯილო 1000 დოლარის ოდენობით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, Impact Hub Tbilisi-თან და VentureWell-თან თანამშრომლობით, ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის და გაეზიარებინათ საერთაშორისო მენტორების უნიკალური გამოცდილება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)