21:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:46:48, 2065 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

„ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნავთობის მზარდი მოპოვების ფონზე, ჰქონდეთ იმ მარშრუტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნულ პროდუქციას დასავლურ ბაზრებს მიაწვდიან. ამ თვალსაზრისით ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უფრო მეტად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ბაზრის მიმზედველობა ჩვენი ყაზახი პარტნიორებისთვის“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბავთან შეხვედრის შემდეგ.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან საუბრისას  ყურადღება გამახვილდა ყაზახური ინვესტიციის შესაძლო განხორციელებაზე საქართველოში, კერძოდ, ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოში ნავთობგაზოქიმიის ნედლეულის გადამუშავებას და მესამე ქვეყნებში საბოლოო პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშავებთ და ამან, შესაძლოა, ნავთობქიმიის გადამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს გამართავს, გარდა ამისა, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის ოქმს.  ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics