|
2019-04-22 17:42:16, 2018 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ყახაზეთის ენერგეტიკის მინისტრთან საქართველში ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაფართხოების შესაძლებლობები განიხილა
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბაევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომნ ყაზახეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მსხვილი მომპოვებელი და რეგიონულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია, გეგმავს სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და სამხრეთ კავკასიაზე გამავალ დერეფანში საკუთარი პროდუქციის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. 2018 წელს ყაზახეთმა, 2013 წლიდან პირველად, რეკორდული რაოდენობის ნედლი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ქართულმა მხარემ ყაზახური ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიულ სატრანზიტო გზად ბაქო - სუფსის ნავთობსადენი დაასახელა, რომლითაც შესაძლებელი იქნება შავიზღვისპირეთის ბაზრებზე ნედლი ნავთობის მიწოდება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ყაზახეთი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების - საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად, ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და კოორდინირებული ქმედებით შესაძლებელია მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასევე გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ყაზახეთი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნავთობგაზოქიმიას ავითარებს, დაინტერესებულია, რომ მესამე ქვეყნებში ნავთობქიმიის პროდუქტების მისაწოდებლად გადამამუშავებელი საწარმო გახსნას და ამ მხრივ, საქართველოს შესაძლებლობა გამოიყენოს. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)