|
2019-04-19 18:29:57, 2295 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი
„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან. ამას ყველას ვპირდები. ჩვენ კიდევ უფრო გახსნილები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნესწრეებთან, კიდევ უფრო გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები“, –ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც სტრატეგიები უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად უნდა დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. „ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც დღემდე მოიტანა ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ რესურსს მის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორ ეკონომიკურ სექტორზე - ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები უნდა იყვნენ. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ორი დარგი განვითარდეს წინმსწრებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, ისედაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ეს ზრდა ინკლუზიური იქნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)