|
2019-04-19 16:25:36, 2055 ნახვა
ეკონომიკა
როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, MCI CONSULTING GROUP-თან პარტნიორობით, მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა" გაიმართება. სააგენტოს ინფორმაციით, მასტერკლასს გაუძღვება დანიიდან მოწვეულ გაყიდვების მსოფლიო ექსპერტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა.მან შეასწავლა და შთააგონა 70,000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც. მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, მაიკლს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: BMW, მერსედესი, ტოიოტა, ვოლვო, პანასონიკი, ნესტლე, უნილივერი, ჰეინეკენი და ემვეი. მასტერკლასის მიზანია, ასწავლოს მსმენელს კაიზენის სისტემაზე დაფუძნებული ისეთი უნიკალური მეთოდები, როგორებიცაა: გაყიდვების მენეჯმენტი; მოლაპარაკებების სისტემები; კლიენტთა მომსახურება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)