|
2019-04-18 12:53:43, 1828 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია - მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს კვიპროსთან კარგი და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. „შესაბამისად, აუცილებელია ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორების გააქტიურება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი ღონისძიება აღნიშნული ტენდენციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას. ჩვენი მხრივ, მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლებმა, მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფორუმში საქართველოსა და კვიპროსის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)