|
2019-04-17 15:18:01, 2313 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე OECD - ის ორგანიზებული „მწვანე სამოქმედო პროგრამის“ განხორციელების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
18-19 აპრილს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეკატერინე მიქაბაძე მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ იქნა არჩეული. წლევანდელ შეხვედრაზე განიხილება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგრამის ფარგლებში „Green action Task Force"-ის 2019-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამის "EU4Environment" ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, აგრეთვე მდგრად ინფრასტრუქტურასა და წიაღთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობასა და კონტრიბუციას მიზნობრივი ჯგუფის საქმიანობაში. ამასთანავე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ ბიუროს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს OECD, და პარტნიორი ორგანიზაციები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)