02:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 13:41:05, 2126 ნახვა

კომენტარი
კვიპროსის პრეზიდენტი: ქართველებს კვიპროსის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

მისივე თქმით, კვიპროსში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასაც უწყობენ ხელს. 

„ქართველები კვიპროსზე მე-10 საუკუნიდან ფიქსირდებიან. მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხოელთა დარბევის შემდეგ დაცარიელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ამ მონასტრის ნანგრევები“, - აღნიშნა ანასტასიადისმა.

ანასტასიადისმა განაცხადა, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსმა ქართულ მხარეს მიწის ნაკვეთი გადასცა, რათა იქ ახალი მონასტერი აშენდეს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კვიპროსი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. ამასთან, მან საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, კვიპროსის პრეზიდენტს, პირველად ვწვეოდი საქართველოს. თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორია აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები კულტურულ და რელიგიურ სარწმუნოებრივ ურთიერთობებზეა დამყარებული. ჩვენი მიზანი ერთადერთია, რაც შეიძლება მეტად დავახლოვდეთ, რაც შეიძლება მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მართლაც შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების საწყისი შეიძლება იყოს. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ხვალინდელი ბიზნესფორუმი, გააძლიერებს თანამშრომლობას როგორც ეკონომიკურ ასევე საინვესტიციო სფეროში", - განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics