|
2019-04-16 17:54:11, 2265 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: გაზიფიცირების დაგეგმილი მაჩვენებელი ჩვენისთანა ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალია
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ენერგომომხმარებლის დაცვისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის იმ შეღავათებით, რომლებიც მომხმარებლის რამდენიმე კატეგორიას ეხება. „სულ ბოლო გადაწყვეტილებებს შეგახსენებთ - 2019 წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის ტარიფების თვალსაზრისით საკმაოდ რთული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის მიხედვით მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის გაზის ტარიფები დარჩა უცვლელი იმის გამო, რომ მოხდა ამ ტარიფების მოსალოდნელი ზრდის სუბსიდირება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის რესურსებით. ამასთანავე, აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების პროგრამას, რომლის შედეგად ქვეყნის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც ჩვენისთანა ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის ევროპული მასშტაბითაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თურნავამ. მისი თქმით, მთავრობა ვალდებულია, რომ ის სიკეთე, როგორიც არის ბუნებრივი აირი და სითბო შეიტანოს იმ ოჯახებსა და დასახლებულ პუნქტებშიც, რომლებიც გეოგრაფიულად არ არიან ახლოს ცენტრალურ მაგისტრალებთან. „ეს არის ის ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ახორციელებს, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებენ გამანაწილებელი კერძო კომპანიები და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თან გაზიფიცირება მოხდეს და თან ეს მტკივნეულად არ აისახოს მომხმარებლის ჯიბესა და ტარიფებზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)