|
2019-04-13 13:23:31, 2459 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურისაგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორიაქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისმოდერნიზაცია და განიხილეს უშუალოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებული მონაკვეთების მშენებლობის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ სექტორზე, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა განახორციელოს, დაახლოებით, 100 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილ პროექტებს, რომელმაც აღნიშნულ სფეროში ხელი უნდა შეუწყოსპროდუქტიულობის ზრდას, აქცენტი გაკეთდა ენერგოეფექტურობისა და ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ბანკისმხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და იმედიგამოთქვეს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ს გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)