|
2019-04-12 19:19:33, 2205 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაში ხელისუფლების ინტერესს ხედავს. როგორც გოცირიძემ განმარტა, ხელისუფლებამ არხის სარედაქციო დამოუკიდბლობა ვერ აიტანა. „ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს. ეს პირველ რიგში არის მისი ხელმძრვანელობის და დირექტორის დამსახურება. მათ ისეთი გადაცემები შეიკედლეს, რომლებიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაყარა, იგივე „რადიო თავისუფლების“ გადაცემები, რომელიც ხელისუფლებამ ვერ აიტანა. რაც შეეხება იმას, რომ საბჭოში ერთ-ერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის წარდგენილი; სამწუხაროდ, ესენი არ არიან პარტიული კადრები და არ არიან ვალდებულნი, რომ დაემორჩილონ რომელიმე პარტიის დირექტივას. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ, რომ ადამიანი, რომლებიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი, გამოწვეული იყოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოდან“, - განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი, დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის აყენებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)