|
2019-04-11 20:32:40, 1858 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავამ Google-ის დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ Google - ის ინჟინერიის დირექტორს სარა კლატერბაქს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Google - ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი. ლაშა მიქავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს google - ის სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონალური ბიზნეს საზოგადოება, რომელთა შორის ბევრი Google-ის სერვისების ლოიალური მომხმარებელია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ სერვისების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად Google - ის ინტერესებშიცაა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტ - მომხმარებელმა Google - ის სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)