|
2019-04-10 13:22:31, 2180 ნახვა
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე - ივანიშვილის მიზანი იყო საზოგადოების წინაშე ვალი მოეხადა
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა საზოგადოების წინაშე ვალი მოიხადა. როგორც საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა. „აქცენტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ერთის მხრივ უკვე ნაცნობი იყო ანალოგიური აქცენტები უკვე გაუკეთებია და მეორე მხრივ საკითხები, რომლებზეც ჩამოაყალიბა პოზიცია, უკვე გაჟღერებული იყო კობახიძის, ან სხვა უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაგალითად ის, რომ ბესელია და მისი ჯგუფი ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. ასე, რომ ამ ინტერვიუში მოულოდნელი და ახალი აქცენტები ნაკლებად იყო. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ალბათ ხშირად იქნება მსგავსი სახის ინტერვიუები და ამომრჩეველი მეტ სიახლეს მოისმენს. ვფიქობ, ივანიშვილმა ამ ინტერვიუთი ვალი მოიხადა, რადგან მას საყვედურობდნენ, რომ არ გამოეხმაურა მთელ რიგ საკითხებს. მეეჭვება ამ ინტერვიუში მას განზრახული ჰქონოდა რაიმე წინასაარჩევნო გეგმა, ინტერვიუ არ იყო არც პოლიტიტური სტრატეგიის გამხმოვანებელი და არც პიარული სვლები გამოყოფილიფილი. ეს უფრო არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება იყო. ჩემი შეფასებით ამ ინტერვიუს საზოგადოება წინასაარჩევნოდ ალბათ ნაკლებად მიიღებს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინტერვიუს ფორმატით სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)