23:50 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 15:23:05, 1655 ნახვა

კომენტარი
რატიანი: უმრავლესობამ გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი ჩააგდო, რადგან პროექტი პარლამენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნა, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეუთანხმებლობის ბრალია.

მისივე თქმით, ეს მთავრობის გაუაზრებლობასა და უპასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ დაანონსა და საზოგადოებას უთხრა, რომ წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, მაგრამ კანონი არ მიუღიათ. ჩვენ, ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები გვქონდა. პროცედურა გაწელეს, შემდეგ პროექტი დაჩქარებული წესით შემოიტანეს. დღეს, უმრავლესობამ ფაქტობრივად, ჩააგდო ეს კანონი. ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა იმის საფუძველზე, რომ პროექტი გაუაზრებელია და შეუთანხმებელია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს ნიშნავს მთავრობის გაუაზრებლობას უპასუხისმგებლობას, უუნარობას და საერთოდ უმრავლესობა მოშლილია“, - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics