|
2019-04-03 16:14:35, 1957 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს
ვითიბი ბანკი ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების - ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის. გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16 ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი. დავალების რეგისტრაციისთანავე მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის ასევე უფლებამოსილი იქნება გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე ყოველგვარი დამატებითი ქმედების განხორციელების გარეშე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: hub.vtb.ge თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)