|
2019-04-02 13:37:06, 1496 ნახვა
კომენტარი
გიორგი მშვენიერაძე: წლების განმავლობაში დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა გვქონდა
„დანაშაულის ზრდა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ კომპონენტს მოიცავს“, - ამის შესახებ კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ შსს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სათანადო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განხორციელებაში დიდ როლს გენერალური პროკურორი თამაშობს. „შეხვედრა ეძღვნებოდა იმ საკითხს, რომ ბოლო პერიოდში ბუნებრივია საზოგადოებაში გააქტიურებულია ინტერესი შსს-ს ტატისტიკასთან დაკავშირებით. შსს ბოლო პერიოდში აწარმოებს სტატისტიკას, რომელიც ასახავს იმ მონაცემებს, რაც დანაშაულის კუთხით არის ქვეყანაში. ერთი მხრივ იმაზე საუბარი, რომ დანაშაული ნამდვილად იზრდება, მეორე - სტატისტიკის აღრიცხვიანობა გახდა უფრო კარგი. ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა. საზოგადოებაში შექმნილი იყო ილუზია, რომ დანაშაული არ ხდება. როცა სტატისტიკას აყალბებ, შემდგომ შეუძლებელი ხდება დანაშაულის პრევენციაზე ან მის წინააღმდეგ საბრძოლველად გეგმის სწორად შემუშავება. დანაშაულის ზრდა არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ეს არის სათანადო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განხორციელება, რომლის დაგეგმვაშიც უდიდესი როლი აქვს გენერალურ პროკურორს. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ასევე სასჯელაღსრულების სისტემას და რამდენად ეფექტურად რეაგირებს პოლიცია. პასუხისმგებლობა მოდის ყველა უწყებაზე, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა თუ სასჯელაღსრულების სისტემა. ასევე, პასუხისმგებლობა მოდის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ ორგანოზე - პარლამენტზე. როცა ასეთი ტენდენცია არსებობს, ჯერ მნიშვნელოვანია, აღიარო პრობლემა და ჯერ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)