|
2019-03-29 15:28:55, 2053 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს სხდომა გაიმართა
საკრედიტო - საგარანტიო სქემა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო კერძო სექტორის განვითარების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანაა შექმნილი და მას მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს. როგორც თავის მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საკრედიტო - საგარანტიო სქემა 2019 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება და გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ინფორმაციამ საკრედიტო - საგარანტიო სქემის შესახებ საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია. საბჭოს შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ბიზნესრეესტრის ელექტრონული სერვისებისა და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის თაობაზე. აგრეთვე გაიმართა მსჯელობა კერძო სექტორის მხრიდან დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია, კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)