|
2019-03-27 18:43:30, 1558 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიაზე - სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ
„ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ჩვენ გვექნება ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ეს წინა შემთხვევაში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კომენტირებისას განაცხადა. „ცოტა რთულია იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რადგან ეს პრაქტიკაში ასე არ ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კონსტიტუციაზე მუშაობისას იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ რეკომედაციების ნაწილი არ გავითვალიწინეთ. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გამორიცხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. დღეს უკვე ნათელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი ეს დისკუსია ჯანსაღი პროცესია. ჩვენ დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ - ყველაზე რაციონალურ, სამართლებრივად დასაბუთებულ და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს. მამუკა მდინარაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიიის მხრიდან კრიტიკული დასკვნა არ იქნება. „არ მგონია, დასკვნა კრიტიკული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, განსხვავებით სხვა მსგავსი დოკუმენტებისგან, მასში არის სამართლებრივი ლოგიკა, თუმცა, დაველოდოთ. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. იქნება შეხვედრები, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, რათა მაღალი ჩართულობით, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალური, სამართლებრივი და კონსიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები იქნას გაწერილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)