|
2019-03-27 18:25:37, 1542 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მოსამართლეების საკითხზე: გავიზიარებთ ყველა შენიშვნას, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებიდან იქნება გამომდინარე
„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ, ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებით და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაიზიარებს ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან და ამის შემდეგ, დასკვნა მომზადდება. „ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა, საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. შედგება მათი ვიზიტი 1-2 აპრილს და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან საუბარი და მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ მომზადდება უკვე საბოლოოდ დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გადავდეთ ორი კვირით, მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს იმის საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ სათანადოდ მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას",- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)