22:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 14:22:24, 1250 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი 60 000 დოლარი იქნება

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების მისაღებად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში 5 ადამიანი უნდა შეირჩეს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე იქნებიან პასუხისმგებლები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრები თავმჯდომარეს თავად აირჩევენ. 

გამოქვეყნებული ვაკანსიის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარი იქნება. რაც შეეხება მუშაობის პროცესს - ეს სამსახური სრულ განაკვეთზე მუშაობას არ ითვალისწინებს. საბჭოს წევრები საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური რაოდენობა წელიწადში - 72 საათს შეადგენს. საბჭოს წევრების წლიური ხელფასი 300 ათას დოლარს შეადგენს [დამატებითი ხარჯები გათვალისწინებული არ არის].

მსურველებმა აპლიკაცია 20 აპრილამდე უნდა შეავსონ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics