22:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 16:45:53, 313 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

პროკურატურის განცხადებით, იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთ თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინეს. უწყება თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

განცხადება სრულად:

"საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. 

სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. 

მომხდარის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics