22:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 13:45:07, 1512 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ, როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.

„ჩვენ ვმუშაობთ ახლა. არის კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ  აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ეს პრობლემა მოგვარდება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებასაც, რომ შენობის გასარემონტებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა.

„ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს თუ არ ვცდები. თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics