|
2019-03-22 15:37:15, 1713 ნახვა
კომენტარი
„TBC-ზე კიბერშეტევა მანამდე იყო ლიკვიდირებული, ვიდრე წერილს მივიღებდით“ - გახარია ბრალდებებს პასუხობს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა მანამდე იყო ლიკვიდირებული, ვიდრე კონკრეტული ადრესატისგან უწყება წერილს მიიღებდა. მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა, მათ შორის "თიბისი ბანკზე" მის შესაძლო გავნელანსთან და სამეგრელოში წინასაარჩენო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშრებით. გახარიას მტკიცებით, ყველა ტიპის ბრალდება პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული და ეს ოპოზიციის ნარატივია. „ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით და პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს, გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს "თიბისი ბანკს" წილების დათმობას. შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა "თიბისი "ბანკის მფლობელებისგან? - არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, რომელიც უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან უკვე აღმოჩენილი იყო და უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და გავშლი ამას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)