|
2019-03-20 22:54:57, 1825 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შედეგების დეეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. “საქართველოში არსებული დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია. ამავე დროს, ჩვენ, ფონდ “ქართუსთან” ერთად, “შავ სიაში” მყოფი ჩვენი 600 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ უმძიმესი ტვირთისგან. რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, - განაცხადა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)