|
2019-03-19 14:56:58, 1650 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსსა“ და „თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, რომ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების დახმარებით მიმართავენ კვირის ნებისმიერ დღეს, ავერსის სააფთიაქო ქსელი მედიკამენტებს შესთავაზებს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით. აღსანიშნავია, ის, რომ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებდა და პირველი იყო კომპანია ავერსი, რომელიც გამოეხმაურა ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს და გამოთქვა მზაობა. „ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; შპს ,,ავერსი–ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრო.
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)