|
2019-03-19 10:44:49, 1531 ნახვა
ეკონომიკა
ანტონიო ვონგი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია
კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ანტონიო ვონგი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას შეხვდა. ანტონიო ვონგმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია. „საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან. როგორც ჩვენთან შეხვედრისას მინისტრმა თქვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული სექტორია. როდესაც დავბრუნდები ჰონგ კონგში, ამის შესახებ ჩემს კოლეგებს მოვუყვები და ვფიქრობ, აქ ჩვენთვის მრავალი შესაძლებლობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ჰონგ კონგმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციას და ვაჭრობას", - განაცხადა კომპანია ანტონიო ვონგმა. დელეგაციას, რომელიც 18 – 20 მარტის განმავლობაში საქართველოში შეხვედრებს გამართავს, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ ხელძღვანელობს. ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და სხვა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)