|
2019-03-13 14:46:23, 1588 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. "წლის დასაწყისიდან, ისევე როგორც გასული წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ფარგლებში ნარჩუნდება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, იანვარში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო. ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა. საგარეო მოთხოვნის დადებითი ტენდენციები 2019 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი. ამავე დროს იმპორტის ზრდა მოკრძალებულია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება. წლის პირველი თვეების განმავლობაში შეიმჩნევა საცალო დაკრედიტების გარკვეული შენელება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურებაც. მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1 მაისს გაიმართება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)